აჭარის მაუწყებელს სოლიდარობას უცხადებენ

16 თებერვალი 2020, 09:40 2480 ნახვა

დღეს, 16 თებერვალს, 11:30 საათზე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.  მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ტელევიზიის წინ მოქალაქეები შეიკრიბებიან,  რომლებიც თვლიან, რომ მაუწყებელში დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ებრძვიან და კონკრეტული ადამიანების გაშვება სურთ სამსახურიდან.   
ახალი ამბების გუნდის მხარდასაჭერად აქცია ფეისბუქზე დაანონსდა.  ორგანოზატორები სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები არიან.

მაუწყებლის მხარდასაჭერად იკრიბება  მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმიც". სოლიდარობის აქცია გაიმართება ქუთაისშიც, ხოლო ორშაბათს თბილისში. 

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, ახალი ამბების საინფორმაციოს უფროსს შორენა ღლონტს გათავისუფლება ელის, რადგან მის წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება დაიწყო, ხოლო მისი მოადგილის შტატის გაუქმების მოთხოვნით, მრჩევლებს  უკვე მიმართა დირექტორმა.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ დირექტორმა მოიფიქრა სქემა, როგორ გაუშვას მაუწყებლიდან ადამიანები, რომლებიც არხზე დამოუკიდებელ საინფორმაციო პოლიტიკას ქმნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი