საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა

15 თებერვალი 2020, 14:58 1748 ნახვა

კორონავირუსით კიდევ 146 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე 1526 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებს. 9 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადეგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 - დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში - კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც. დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში