ჩაკეტილი სასოფლო გზები, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - დიდთოვლობა აჭარაში

14 თებერვალი 2020, 10:21 2082 ნახვა

ჩაკეტილი შიდა საუბნო გზები, შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრასლსა და ენერგო მომარაგებაში, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი-ასეთია დიდთოვლობის მეორე დღე  მაღალმთიან  აჭარაში.  გაწმენდით სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის  ტექნიკა აწარმოებს. სკოლებში გაცდენილი საათები კი გაზაფხულზე უქმე დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა ხულოსა და სოფლების უმეტესობას. დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა გვიან ღამით ხულოში.  შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ საგზაო დეპარტამენტის, ენერგოპროჯორჯიას და სხვა  სამსახურების ხელმძღვანელებისგან  მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია.  ამავე თემაზე ადგილობრივი საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარში შუახევშიც გაიმართა.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი