„ოცნებას“ უგულავას კონტექსტში თავის მართლება უწევს. მმართველი გუნდი ევროპარლამენტარებს მრავალპარტიული ფაქტების დამდგენ მისიაში სთავაზობს მონაწილეობას. გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ ფორმით უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარები დარწმუნდებიან, რომ "საქმე 50 მილიონის ქურდობასთან გვაქვს და პოლიტიკა არაფერ შუაშია". ამას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. პარალელურად არ წყდება კრიტიკა ევროპიდან.
ახლა უკვე საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს: პროცედურასთან, დროსთან და გადაწყვეტილების მოტივაციასთან დაკავშირებით.