პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

21 იანვარი 2025, 22:29 145 ნახვა

"გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე “შერატონი ბათუმი” უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე, რისი მიღების უფლებაც ჩვენ გვაქვს", - წერია პარტია " საქართველოსთვის"  გავრცელებულ განცხადებაში.

"შერატონის” ხელმძღვანელობა  გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად “შერატონ ბათუმის” მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის „მიზეზით“ ისტუმრებს", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ტექსტში.  

ყოფილი პერმიერ-მინისტრის პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარიას გამოკითხვა შესთავაზეს.  მათი თქმით, პასუხი 3 საათის შემდეგს მიიღეს და გაიგეს, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

"გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.

რამდენიმე წუთის წინ “შერატონისგან” ვიგებთ, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ",- აღნიშნულია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარიას თანაგუნდელების შეფასებით, ეს ყველაფერი გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე მიუთითებს, რომლის მიზანი  მტკიცებულებების განადგურებაა.

მათივე განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, “შერატონი” აქტიურად იყო დანაშაულის თანამონაწილე. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ამით უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას სერვერებზე არსებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი