“როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე?” - ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

21 იანვარი 2025, 10:01 119 ნახვა

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ლიდერები შეხვედრას მართავენ და მსჯელობენ როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე - სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში - სწორედ ასე ჰქვია ამ შეხვედრას.

შეხვედრაზე განიხილება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე არსებული დარღვევები და შედეგები. სპიკერები არიან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, „სამოქალაქო იდეის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა ხიდაშელი.

მათი განცხადებით, ქვეყანაში არის კრიზისი, ფორმდება დიქტატურა და აუცილებელია კოორდინაცია, გამოსავლის ძიება, მნიშვნელოვანია ქუჩის აქციები, პროტესტი, თუმცა აუცილებელია კოორდინაცია პარტნიორებთან, უფრო მკაცრი სანქციები და ზეწოლის გაზრდა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი