არაკეთილმოსურნეების მხრიდან ქვეყნის შიგნიდან და გარედან ორკესტირებულად მართული პროცესები - ასე უწოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.
თორნიკე რიჟვაძემ პირველი შეფასება გააკეთა მედიამენეჯერ, ,,ნეტგაზეთისა’’ და ,,ბათუმელების’’ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაკავებასა და საზოგადოების მოთხოვნაზე უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმში პოლიციის უფროსს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პოლიციელზე ხელის აღმართვა დანაშაულია, არამხოლოდ სამარალდამცავის, არამედ სახელმწიფოს მიმართ. უფრო მეტიც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხდა გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძეს მართლწესრიგის უზრულველყოფისთვის.