დაბა ჩაქვის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღის 14:00 საათზე აღუდგება - ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაბა ჩაქვში მოქალაქეების წყალი გუშინ დილით გაეთიშათ, სავარაუდოდ ამის მიზეზი მოყინული მილები გახდა.
ბათუმსი წყალში კი აცხადებენ, რომ წყლის შეწყევტის მიზეზი მილების დაზიანება გახდა.
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.