ძიუდოში დიდი სლემის ტურნირზე საქართველო 17 სპორტსმენით იასპარეზებს

07 თებერვალი 2020, 14:36 1528 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 8-9 თებერვალს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენით იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: -66კგ – თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა წიფიანი, -73კგ – თორნიკე გვიჭიანი, ალეკო მამიაშვილი, -81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი, -90კგ – გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, -100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, +100კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, -52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, -57კგ – ეთერ ლიპარტელიანი, -70კგ – მარიამ ჭანტურია, +78კგ – სოფიო სომხიშვილი.

პარიზის გრანდ სლემში 121 ქვეყნის წარმომადგენელი 742 ძიუდოისტი (448 კაცი+294 ქალი) ჩაებმება, გასულ წელს ტურნირზე საქართველოს 11 ძიუდოისტი (მხოლოდ ვაჟები) ჰყავდა, რომელთა აქტივშიც 4 მედალი იყო. ტურნირის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი კი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი