ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

03 თებერვალი 2020, 10:43 3549 ნახვა

გუშინ, 2 თებერვალს, ღამით, ბათუმის სანაპიროზე ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი კაცის გვამი თვითმხილველებმა შენიშნეს და 112 დარეკეს. შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ცხედარი ექსპერტიზაზე, ლევან სამხარაულის ბიუროში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, სამართალდამცველებმა გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ფოტო: დავით ჯაყელიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში