IDFI:ბიზნესის კორუფციის რისკმა   3 ქულით მოიმატა

02 თებერვალი 2020, 12:11 1252 ნახვა

Trace International -ის რეიტინგში კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 27-ე ადგილზეა. საქართველოს პოზიცია 2018 წლის შეფასებასთან მიმართებით უცვლელია. ქვეყნის სარეიტინგო ქულა ოთხი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება: ბიზნესის მთავრობასთან ინტერაქცია; ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება; საჯარო და სამოქალაქო ინსტიტუტების/სერვისების გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესებს.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ახალი ზელანდია იმყოფება, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი სომალია. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კი სომხეთმა - 74-ე ადგილი; აზერბაიჯანმა - 79-ე ადგილი; რუსეთის ფედერაციამ - 110-ე ადგილი; თურქეთმა - 123-ე ადგილი დაიკავა.  თრაცე-ი ქვეყნების ყოველწლიურ შეფასებას 2014 წლიდან აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი