რატომ გაათავისუფლეს 40 სოციალური მუშაკი სამსახურიდან - საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მოწვევას და ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვს დამოუკიდებელი დეპუტატი.
ბექა ნაცვლიშვილმა გათავისუფლებულებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, იკვეთება დისკრიმინაციული ნიშნები, რადგან მათ ცოტა ხნის წინ პროტესტი გამოთქვეს უკეთესი პირობების შექმნის მოთხოვნით.
(ფოტო არქივიდან)