ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეების მიზეზით. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია.
პროკურორ გიორგი კავსაძის განცხადებით, ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს უკრაინაშიც.