შსს-ში დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულთა გამოძიების თემაზე გადამზადების პროცესი დაიწყო

31 იანვარი 2020, 09:52 834 ნახვა

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე გადამზადების პროცესი დაიწყო. გამოძიების საკითხებზე  ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

პროცესი უწყებაში პირველად ხორციელდება. მასში მონაწილეობენ სამინისტროს ტრენერები, ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერები საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში