რა მიზნებს ხმარდება ახალგაზრდობის ცენტრისთვის გამოყოფილი ორ მილიონ -ნახევარი ლარი?

30 იანვარი 2020, 20:14 3826 ნახვა

შარშან მილიონ 700 ათასი დახარჯეს, წელს 2 მილიონ 400 ათასის დახარჯვას აპირებენ - ეს დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნილი აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრია, რომელსაც არ აქვს ცალკე შენობა და არ ჰყავს კონკურსით შერჩეული უფროსი. ჰყავს 25 თანამშრომელი რომელთა ანაზღაურებაზე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. მათი საქმიანობის რეკლამირებისთვის ცალკე კომპანია დაიქირავეს, რომელსაც ფეისბუქ პოსტების მომზადება და მისაწვდომობის გაზრდა დაევალა. ამბობენ, რომ ამ ფორმით პროექტების შესახებ უფრო მეტ ახალგაზრდას გააგებინებენ. მათი ცნობით, გასულ წელს აქტივობებში 13 ათასი ახალგაზრდა ჩართეს.

აწყობენ ბანაკებს, ლაშქრობებს, შეხვედრებს, სემინარებს.. მიმართულებებს შორისაა განათლება და გართობა.  მიმართულებები და გამოყოფილი სოლიდური თანხა თვალშისაცემია, მაგრამ არასამთავრობო სექტორში, ახალგაზრდები ამბობენ, რომ მკაფიო არ არის  კონცეფცია და მიზნები. აცხადებენ, რომ არავინ იცის რა იქნება, ან რა არის შედეგი თუნდაც ერთი ღონისძიებიდან, რომელშიც მაგალითად ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარი დაიხარჯა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი