საპროტესტო აქცია თბილისში

15 იანვარი 2025, 09:01 74 ნახვა

პროტესტის 48-ე დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსახიობები შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეaტრის მიმართულებით.

მარშის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრთან ისმოდა შეძახილები: “არა ტირანიას”, “გაუმარჯოს ქართულ თეატრს”. ამასთან, მოსახლეობას ქართული თეატრის დღეც მიულოცეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა მორიგი საპროტესტო აქცია - საქართველო-ამერიკის მეგობრობის მარში დააანონსეს, რომელიც 20 იანვარს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში