საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოუპოვა. ძალოსანმა რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
აკვრაში ძალოსანმა ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა დაძლეული 201/210 კილოგრამითაც. ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.
რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე სულ ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია მათ შორის 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. ვერცხლის მედლები შოთა მიშველიძემ, ბრინჯაოს კი გოგა ჩხეიძემ მოიპოვეს.