''ქართული ოცნების'' ინტერესშია ეკრანებზე სულ იყვნენ თავად და ''ნაციონალური მოძრაობა'' - ლევან გოგიჩაიშვილი

29 იანვარი 2020, 18:37 1869 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასული ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' ''ქართულ ოცნებაზე უარესია. პროცესები პოლარიზებულია ​და ''ქართული ოცნების'' დღის წესრიგშია ეკრანებზე იყვნენ მხოლოდ ისინი და ნაცები.

''იმ მაგიდასთან ჩვენ არ ვხდებით, სადაც ნაციონალური მოძრაობაა. იმათმა დაგვიძახონ, შეხვედრა დაგეგმონ, დაწერონ და ჩვენ შევუერთდეთ ეს ამბავი დამთავრებულია. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ამ პარტიასთან ერთად რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს ჩემი მთავარი პრინციპია, იმიტომ რომ ''ქართულ ოცნებაზე'' უარესია. მე მჯერა, რომ მათთან შესაძლებელია ოპონირება ისე, რომ მადა შეამციროს, ხელისუფლება დათმოს, ისე რომ ნაცმოძრაობა არ დაბრუნდეს. ამისგან კი ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' სარგებელი ვერ ნახოს. 

''ქართული ოცნების'' ინტერესში არის, რომ სულ იყვნენ ისინი ეკრანებზე და ''ნაციონალური მოძრაობა'', ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია'' - ამბობს გოგიჩაიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი