ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განიცხადა.
"ფრენები აიკრძალება, ასევე, იგეგმება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით მოხდება მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისათვის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი," - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.