თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 86 დაშავებული ადამიანიდან 18-ი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადანაწილებული. სტიქიის შედეგად 1 607 ადამიანი დაშავდა, შენობებისა და სახლების ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს.
თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 4 დღის წინ მოხდა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.