მოგზაურს, რომელსაც საქართველოსში ველოსიპედი მოპარეს, დღეს ახალი აჩუქეს

27 იანვარი 2020, 15:40 2298 ნახვა

ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელსაც საქართველოში 25 იანვარს ველოსიპედი მოპარეს, დღეს ახალი აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

''ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმრას, როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა'' - დაწერა მარიამ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში. 

უცხოელ მოგზაურს ასევე გადასცეს ორდღიანი საგზური გუდაურში. სასტუმროში მას ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. ასევე ის ორ დღეს გაატარებს თბილისში, ერთ-ერთ ცნობილ ჰოსტელშიც. 

როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. მან 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გაიარა და ველოსიპედი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოპარეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში