მიწისძვრა თურქეთში - ხელისუფლება მესამე სექტორთან ერთად საკვებით ამარაგებს იმ ხალხს, რომლებიც სტიქიის ზონაში არიან შეკრებილები.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას თურქული გამოცემა ''Habertürk'' ავრცელებს.
თურქეთში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 იანვარს ღამით მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სივრისის მახლობლად, ელაზიგის პროვინციაში იყო. მიწისძვრას 4 მაგნიტუდის 530-მდე განმეორებითი ბიძგი მოყა.
ფოტო:Habertürk