თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე ლევან ხაბეიშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოძიების კითხვებს ადვოკატთან ერთად პასუხობდა. ცნობილია, რომ მას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
უფლებადამცველის თქმით, საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე გუშინ მოხდა.