ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ გიორგი გახარია ყველაზე მოკლევადიანი პრემიერი იქნება. მისი თანამდენბობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია, მედიაში არა ერთხელ მოხვდა. დღეს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა კითხეს, გეგმავს თუ არა თანამდებობის დატოვებას ან ხომ არ აიძულებენ წავიდეს პოსტიდან.
"მოდით ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ" - ასე მოკლედ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის განმეორებით შეკითხვაზე, ხომ არ ატოვებინებენ მას პოსტს, პრემიერის ცინიკური შეფასება მოჰყვა: "თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, რომ გინდათ მაინდამაინც დაგასპოილეროთ, დაელოდეთ ფინალურ სერიას" - განაცხადა მან.
კულუარული ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტზე არჩილ თალაკვაძე მოიაზრება, ხოლო თალაკვაძის პოსტს დაუბრუნდება ირაკლი კობახიძე.