ბათუმში ავტოავარიის დროს 21 წლის პირი დაშავდა

16 იანვარი 2020, 18:43 2499 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის და კომახიძის კვეთაში ავარია მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მოქალაქემ გულმკერდის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 

სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ პაციენტი კლინიკაშია გადაიყვანილი.  ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ)  ექიმები ამბობენ, რომ  21 წლის პაციენტს უტარდება გამოკვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი