თემქის პოლიციასთან აქციის მონაწილეები დააკავეს

18 იანვარი 2025, 18:01 139 ნახვა

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. 
დაკავებები სახის ნიღბით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო. პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე სახის დაფარვა აკრძალულია. საპასუხოდ კი აქციის მონაწილეების მხრიდან იღებდნენ პასუხს - რომ ისინი არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და კანონებს არ ემორჩილებიან. დაუზუსტებელია რამდენი პირია დაკავებული. აქციის მონაწილეები თემქის პოლიციასთან ამ დრომდე რჩებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში