ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის თემურ ქათამაძის საქმეზე ამ წუთებში სამტრედიის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმართება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს თურქეთის მოქალაქე და მუჰაჯირების შთამომავალ თემურ ქათამაძეს დაატოვებინებენ თუ არა საქართველოს ტერიტორიას, რადგანაც როგორც შსს-ში ამბობენ ქათამაძე საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა, რაც მისი მეორედ დაკავების მიზეზი გახდა.
დაკავებისას თემურ ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ სავარაუდოდ მას საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა. თუმცა დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი აქვს. ის მეორე დღეა პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს