რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

16 იანვარი 2020, 11:01 1329 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა.

რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა უკვე ჩაატარა  გუშინ რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა.  

რუსეთის პრეზიდენტმა  ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც კონსტიტუციის რეფორმის ინიციატივა წარადგინა. რომელიც გულისხმობს, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას და  საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში