ჩიჩილაკი და გურული კალანდა შევიტანოთ მემკვიდრეობის ნუსხაში - სალომე ზურაბიშვილი

14 იანვარი 2020, 01:42 2474 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ჩიჩილაკს და კალანდას კულტურული მემეკვიდრეობის არამატერიუალური ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გურიაში, სოფელ დვაბზუში განაცხადა, სადაც კალანდას აღასანიშნავად ჩავიდა. 

„მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის  ეს არის ძალინ ძლიერი ნიშანი,  ეს არის ძალიან ეკოლოგიური. ჩვენ, მართალია, მთელ მსოფლიოში მოვფინეთ ჩვენი ნაძვის ხე, მაგრამ ეს არის უფრო ეკოლოგიური და ეს არის უფრო ქართული, ამიტომ ჩიჩილაკი იყოს ამ წლის ბედნიერების მომტანი", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი