სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ''რადიო თავისუფლება'' ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაშა ჩიქოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. იგი ყვება, რომ 2014 წლიდან დღემდე, 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მიუხედავად იმისა, ყოფილი ქმრისგან მუქარა არ წყდება.