ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. ქვეყანაში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი დაფიქსირდა განსაკუთრებით ზრდა იყო, ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია, რამდენიმე ქვეყანაში აწარმოა, რის შედეგად ტურისტების რიცხვი გაიზარდა, შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.