საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ავსტრალიისგან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების ხელმოწერილი მემორანდუმი მიიღეს. ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ ავსტრალიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ.
''დღეიდან ავსტრალია აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნდობა ჩვენი მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემის.
ავსტრალიის საზღვაო ხელისუფლება (AMSA) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონეა. მათი აღიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემდეგი სახელმწიფო გაერთიანებული სამეფო იქნება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.