საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრი გია ქარცივაძე გახდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით იქნა არჩეული. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს მიიღეს. 15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, ასე დასრულდა კენჭისყრა.
გია ქარცივაძე ამ დრომდე მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობს.