ტერიტორიულ მთლიანობა, ოჯახის სიმტკიცის დაცვა და ერის გამრავლება და რწმენაში გაძლიერება - ამ ყველაფერზე ისაუბრა პატრიარქმა წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში, რომლიც სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებაზე წაიკითხეს. პატრიარქის ეპისტოლე წელიწადში ორჯერ, შობასა და აღდგომას ქვეყნდება.