მუსლიმური სამყარო მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს მისი დაბადებიდან ათას 475 წელი შესრულდა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში მორწმუნეებმა ღონისძიება გამართეს და ყურანიდან ამონარიდები წაიკითხეს. ღონისძიებას სამუფთოს წარმომადგენლები, მორწმუნეები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.