შიიტების წმინდა ქალაქში წითელი დროშა აღმართეს

05 იანვარი 2020, 12:21 966 ნახვა

ირანში, შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს. სააგენტო „სანის“ ინფორმაცით „იუთუბზე“ წითელი დროშის აღმართვის ვიდეო ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის დღეს არის ატვირთული. წითელ დროშას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს აღნიშნავს, რომ „ირანი მზადაა შურისძიებისთვის“.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა „მირორი“ წერს, რომ ირანმა უკვე განსაზღვრა ახალო აღმოსავლეთში განლაგებული 35 სამიზნე, რომელზეც იერიშის მისატანად მზადაა. ინფორმაციას ადასტურებს ირანული მედიაც, რომელთან საუბარშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ „ირანს ეს სამიზნეები უკვე დიდი ხანია, განსაზღვრული აქვს“.

მას ეს სამიზნეები არ ჩამოუთვლია, თუმცა, მან ახსენა ორმუზის სრუტეში მცურავი ამერიკული გემები და ასევე თელ-ავივიც. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“. ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი სამ იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი