კურორტ გოდერძზე სათხილამურო ტრასები გახსნილი არ არის

03 იანვარი 2020, 12:07 2521 ნახვა

სამთო კურორტ ,,გოდერძზე,, სათხილამურო ტრასები არ მუშაობს - ამბობს, ერთ-ერთი დამსვენებელი ქეთი პაპავა. ,,მთავართან‘’ საუბარში ტურისტი ყვება, რომ ოჯახთან ერთად სამთო კურორტზე სასრიალოდ ავიდა, თუმცა  ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგეს, რომ სეზონი გახსნილი არ არის და შესაბამისად ტრასებიც არ მუშაობს.  

პაპავას თქმით, ფეისბუქს გვერდზე ადმინისტრაცია დამსვენებლებს ეპატიჟებოდა და სწორედ ამის შემდეგ დაგეგმეს კურორტზე დასავნებელად წასვლა.

მთის კურორტების განვითარების  კომპანია ,, გოდერძში’’  ამბობენ, რომ  სათხილამურო ტრასების გახსნისთვის  საკმარისი თოვლი ამ ეტაპზე არ არის.  კურორტის მენეჯერი გიორგი ლომია, აცხადებს, რომ სეზონი ოფიციალურად გახსნილი არ არის.  

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი