დღიდან სტადიონებზე მოწევა იკრძალება 

01 იანვარი 2020, 11:03 1813 ნახვა

დღიდან, 1 იანვრიდან საქართველოში სტადიონებზე, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციები, მოწევა იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში მწეველი გულშემატკივარი პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას 200 ლარით. მკაცრია სანქცია ადმინისტრაციისთვისაც.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით კონტროლი სწორედ ადმინისტრაციებს ეკისრებათ, რომლებმაც უნდა გამოყონ ტრიბუნებს მიღმა ღია სივრცეში, სპეციალური ადგილები მწეველებისთვის.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. 

ცნობისთვის თამბაქოს მოწევა საჯარო სივრცეებსა და შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს, როდესაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი