“პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ, შემინახეთ რა, ოკ?” – ასე ეხმაურება მაკო გომური პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და ტერიტორიის დასუფთავებას.
გვიან ღამით თბილისის სანთასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კარვები აიღეს. მის ნაცვლად კი საბავშვო ატრაქციონები დადგეს.
კარვების აღებას დაპირისპირებაც მოჰყვა. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.