2019 წელი გამორჩეული იყო სამოქალაქო გმირობის რამდენიმე მაგალითითაც. ბოლო ასეთი შემთხვევა დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს უკავშირდება, მაგრამ ახლა ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი ამბის შესახებ მოგიყვებით, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა. ამ ადამიანის ისტორიის შემოსანახად ქობულეთში ძეგლის დადგმა იგეგმება.
ქობულეთში ძეგლს მომავალ წელს იმ კაცს დაუდგამენ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, შტორმის დროს ზღვაში ძაღლი გადაარჩინა. ავთანდილ ცხვედიანი დღეს მისმა მეგობრებმა გაიხსენეს. გადარჩენილ ძაღლსაც, როგორც ჩანს მეგობარი მუდმივად ახსოვს, რადგან როგორც გავარკვიეთ იგი საბედისწერო შტორმის შემდეგ, პლაჟის ამ კონკრეტულ მონაკვეთს, თითქმის არასდროს შორდება.