ხელვაჩაურის მერიამ მდინარე აჭარისწყლის ნაპირის ნაწილი ისე გაამაგრა, რომ არ იცოდა რომ ეს მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ იყო. სახელმწიფო მნიშვნელობის გზის ეს მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით მათ არ ჩაუთვლიათ, რომ მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნოდა - ამბობს, რომ 200 ათასი ლარი ბიუჯეტიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ტურისტული ობიექტების ხელშესაწყობად გამოიყენა. ამ საკითხის და კიდევ ბევრ სავარაუდო არამართლზომიერ ქმედებაზე აუდიტის დასკვნაში წერია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამების შესაბამისობის ანგარიში ახლახან გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოხვდა, კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, რომელზეც მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ დაზიანებულია და არ მუშაობს გათბობის სისტემა. ამასთან, მოსახლეობა ვერ სარგებლობს სოფელ ზედა თხილნარში ჩატარებული სამუშაოებით, რადგან ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთებული წყალსადენი ჩართული არაა.