''უჩიპო'' პირადობის მოწმობის ასაღებად აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოთ

30 დეკემბერი 2019, 14:47 1987 ნახვა

უჩიპო პირადობის აღებას მოქალაქე აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა ერთი თვე იქნება. 

''უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც  რწმენის გამო უარს აცხადებენ  პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ  პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში