სანთლები გარდაცვლილი მოსწავლეების მერხებზე და სამოქალაქო პანაშვიდი მშობლიურ სკოლაში

28 დეკემბერი 2019, 15:20 3082 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 4 მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში, დილიდან მიმდინარეობდა.   მოქალაქეები, სანთლებს სკოლის ეზოში დადგმულ მერხებთან ანთებდნენ. გლოვის ნიშნად სკოლაში, საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა, დაშვებულია დროშები.

მეხუთე დაღუპულს კი სამშაბათს,  საკუთარი სახლიდან გამოასვენებენ . ტრაგიკული შემთხვევა  25 დეკემბერს, ჩაქვისთავის გზაზე  მოხდა, ავტომობილი რომელსაც 17 წლის მოზარდი მართავდა  სავალი ნაწილიდან გადავიდა და  ხევში ჩავარდა, რასაც 5  მე-11 კლასელის  სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი