"ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა"- ქეთევან ციხელაშვილი 

28 დეკემბერი 2019, 13:30 1358 ნახვა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობდა.

"ამ პროცესებში ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, ასევე საზოგადოება. დამატებით მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეულიყო ვაჟა გაფრინდაშვილია გათავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ყველა არხს ხან ვაკონკრეტებთ, ხან ვერ ვაკონკრეტებთ. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პირველივე დღიდან დაწყებული, როდესაც მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება, არა მხოლოდ პირდაპირი და არაპირდაპირი არხები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა შესაძლებლობით გახლდათ ჩართული“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აქ არანაირი დათმობაზე არაა საუბარი.

„აქ არანაირი დათმობაზე არაა საუბარი, რატომ გაათავისუფლეს კითხვა მგონია არასწორი, რატომ დააკავეს საერთოდ? რა ვრცელდება ოსური და რუსული მედიით ეს სხვა საკითხია, რაც მეორე ხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი"-განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში