ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

28 დეკემბერი 2019, 10:38 1412 ნახვა

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, 4 დღიანი სამუშაოების შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ხანძრის კერებთან უწყვეტ რეჟიმში 300 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 97 გაფრენა განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დრონის საშუალებით ხდებოდა ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი.სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ადგილზე ასევე მუშაობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ატენის ხეობაში მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი