აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაასახელეს. „მაგნოლია 2019“- ის ცერემონიაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდა. რეგიონში ყველაზე ხშირად ნახვადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ტურისტული ატრაქციისა კი დელფინარიუმმა მიიღო. ყველაზე ხშირად ნახვადი მუზეუმი გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი დასახელდა, ტურისტული მარშრუტი კი ქალაქის ტური. ღონისძიება 2015 წლიდან იმართება.