ევრაზიული წავი "Lutra Lutra" ალგეთის ეროვნული პარკში ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა.
წავი ბინადრობს მდინარეებისა და მტკნარი წყალსატევების ნაპირებზე. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, წყალში მცურავი ფრინველებით, მათი მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, ქვეწარმავლებით.
წავის რიცხოვნობის შემცირების ძირითადი მიზეზებია სასიცოცხლო არეალის შემცირება, წყალსატევების დაბინძურება, ჩასადგმელი ბადეებით, ელექტრო დენით, დინამიტით და მომწამლავი ნივთიერებით თევზაობა.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხესთან ახლოს მყოფის კატეგორია (NT). 2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU).