როგორ გამოიყურება ქობულეთის ქუჩები საახალწლოდ

25 დეკემბერი 2019, 15:05 2438 ნახვა

ქობულეთის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. რუსთაველის, თავისუფლების, აღმაშენებელის  ქუჩებზე დამონტაჟდა გარეგანათებები, დეკორაციები, გირლიანდები, ნეონის ვარსკვლავები,  ფიფქები, დიოდური ფლეშ სანათები, მარხილის ირმები.

ქობულეთის მერიამ საახალწლო დეკორაციების შესაძენად ტენდერი წელს ორჯერ გამოაცხადა  და საახალწლო განათებებისთვის 71 630 ლარი დაიხარჯა.  

დღეს 19:30 კი ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთება.

ქობულეთის მერიამ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის - 23 500 ლარი, საახალწლო განათებებისთვის - 71630 ლარი, დეკორატიული ჯიხურებისთვის კი 13441 ლარი დახარჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი