1 იანვრიდან საქართველოში სტადიონებზე, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციები, მოწევა იკრძალება

23 დეკემბერი 2019, 20:48 2531 ნახვა

1 იანვრიდან საქართველოში სტადიონებზე, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციები, მოწევა იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში მწეველი გულშემატკივარი პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას 200 ლარით. მკაცრია სანქცია ადმინისტრაციისთვისაც. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით კონტროლი სწორედ ადმინისტრაციებს ეკისრებათ, რომლებმაც უნდა გამოყონ ტრიბუნებს მიღმა ღია სივრცეში, სპეციალური ადგილები მწეველებისთვის.

ცნობისთვის თამბაქოს მოწევა საჯარო სივრცეებსა და შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, რეგულაცია მეტწილად წარმატებით სრულდება, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი მთავარი სირთულე ახლა საფეხბურთო მოედნებს უკავშირდება, სადაც დიდი რაოდენობით მოქალაქის გაკონტროლება, ალბათ არცისე მარტივი იქნება. არიან თუ არა ინფორმირებული ადმინისტრაციები და როგორ ხვდებიან აკრძალვას გულშემატიკვრები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი