კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. მოგვიანებით კი, სუს-მა განმარტა, რომ გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდებოდა.